გრიპი და გაციება - როგორ გავუმკლავდეთ ვირუსებს

Medical House თებ 11,2019

ცივი სეზონის დადგომას თან ახლავს სასუნთქი გზების მწვავე ინფექციური დაავადებები. მოსახლეობაში მას ხშირად ,,გაციებას” უწოდებენ, რომლის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს სხვადასხვა ვირუსები, როგორებიცაა: ადენოვირუსი, რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი, პარაგრიპის ვირუსი და ა.შ. მოცემული დაავადებების კლინიკური გამოვლინება თითქმის ერთმანეთის მსგავსია და ახასიათებს:

  • ტემპერატურის მეტ-ნაკლები მატება (37-38 გრადუსი);
  • ყელის ტკივილი;
  • ხველა;
  • თვალების ტკივილი;
  • სურდო;

გარდა ამისა, შეიძლება თან ახლდეს შემდეგი გართულებები:

  • რინოსინიტუსი (ცხვირის ღრუს და პარანაზალური სინუსების ლორწოვანი გარსის ანთებითი დაავადება);
  • ბრონქიტი;
  • ფილტვების ანთება;

დაავადება მიმდინარეობს დაახლოებით 7 დღე, იშვიათ შემთხვევებში - 14 დღე. როგორც წესი, ასეთ შემთვევებში მკურნალობა საჭირო არაა ან საჭიროა მსუბუქი, სიმპტომური თერაპია - სიცხის დამწევი და ტკივილგამაყოჩებელი პრეპარატის მიღება, ცხვირის გამორეცხვა ფიზიოლოგიური ხსნარით, სითხის მიღება ოპტიმალური რაოდენობით და სხვა. სიცხის დამწევი საშუალების გამოყენება ნებადართულია მაშინ, როცა ტემპერატურა 38 გრადუსი ან მეტია. 1 წლამდე ასაკის ბავშვები, მძიმე ქრონიკული დაავადების მქონე პირები და ხანდაზმულები, უნდა იყვნენ განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ. ამიტომ, სიმპტომების აღმოჩენისთანავე და მითუმეტეს რაიმე გართულების შემთხვევაში დაგვიკავშირდით, რადგან აუცილებელია ჩატარდეს შესაბამისი კვლევები და მკურნალობა.

ჩვეულებრივი ,,გაციებისგან” განსხვავებით, სეზონური გრიპი სხვა სახის ვირუსული ინფექციაა. იგი მიმდინარეობს მძიმედ და მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას. გრიპს იწვევს სამი სახის ვირუსი A, B და C. ასეთი სახის ვირუსები მარტივად ვრცელდება დაავადებული ადამიანიდან ჯანმრთელ ადამიანზე და იწვევს მოსახლეობის მასიურ ავადობას.

A ტიპის ვირუსს შეუძლია პანდემიაც გამოიწვიოს. გრიპის ვირუსი ადვილად იცვლის ანტიგენულ სტრუქტურას, რის გამოც ახლად დაინფიცირების შემთხვევაში, ადამიანის იმუნური სისტემა ვეღარ ცნობს მას და ვერ ახდენს მის სრულ ნეირტალიზაციას.

გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტების ჩამონათვალი საკმაოდ მწირია და მათი ეფექტიც არარის ძალიან მაღალი. ისეთი ანტივირუსული პრეპარატი, როგორიცაა ტამიფლუ, პაციენტმა უნდა მიიღოს განსაკუთრებულ შემთხვევებში და აუცილებლად ექიმის დანიშნულებითა და მეთვალყურეობით. ამიტომ, გრიპისგან დაცვის საუკეთესო საშუალებად პრევენცია ითვლება.

პრევენციისათვის:

  • მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს
  • ატარეთ პირბადე
  • ხელები ხშირად დაიბანეთ
  • ჩაიტარეთ პროფილაქტიკური ვაქცინაცია, რომელიც ტარდება ყოველწლიურად, ნოემბრის შუა რიცხვებიდან.

ვაქცინაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისათვის, ქრონიკული დაავადების (დიაბეტი, კიტოფიბროზი, ანემია და სხვა) მქონე პირებისა და ხანდაზმულებისათვის.

გრიპის ან გაციების შემთხვევაში, მოგვმართეთ.